________________________________________
ექსკურსია დმანისში თავგადასავლებით არ იყო სავსე . უბრალოდ ყველამ კარგი დრო ვატარეთ . მართალია გზაში სიარულმა დიდი ხანი წაიღო მაგრამ მაინც . როგორც ყოველთვის მზეზე ადრე ავდექით და შევიკრიბეთ სკოლასთან . დავიძარით სკოლიდან ავტობუსით და სამწუხაროდ ღრუბლიანი ამინდი იყო . გზაში ზოგს ეძინა ზოგი კარტს თამაშობდა ზოგი კი თავისი მუსიკალური ნიჭის დამტკიცებას ცდილობდა. ავტობუსში წინ მშობლები და დამრიგებლები იყვნენ შუაში პახუისტი ნაროდი და დაქალები. ხოლო უკან გიჟები ,მთელი გზა რომ არ გავჩერებულვართ ისეთები :D , როდესაც ერთ ერთ ღირშესანიშნავ ადგილს მივადექით მოვინახულეთ და ძმაკაცებმა გადავწყვიტეთ დაგვეთვარიელებინა არემარე . გავიარეთ რამდენიმე ათეული მეტრი და მივადექით დიდ თხრილს სადაც იყო დიდი გველი , რომელიც ნადავლს ეპარებოდა უკნიდან , არ დაგიმალავთ და საოცარი სანახავი იყო :D სანამ ჩვენ აქ გავერთეთ კლასი უკვე ზეზვას და მზიას მიადგა :D თავიდან ის ადგილი ვნახეთ სადაც ექსპედიცია მიმდინარეობდა შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაყურებინეს ზეზვას და მზიას შესახებ .
ამის შემდეგ ზეზვა და მზიაც ვნახეთ და კიდევ ერთი გოგონა ( ოღონდ აღარ მახსოვს მის შესახებ არაფერი) . ამ დროს დაიწყო საშინელი ქუხილი და წვიმა . ჩემს კლასელს ეთო კოლხიტაშვილს ძალიან ეშინია ქუხილის და ყურსასმენების მოსმენით ირთობდა თავს . მოსაღამოვდა . როგორც იქნა დაბრუნდით ავტობუსში და გამოვეშურეთ სახლისკენ მანამდე კიდევ ერთი ეკლესია მოვინახულეთ ხოლო შემდეგ (როგორც მე მახსოვს) "ჩუღლუღაშენში"–ც შევიარეთ , რომ გადავხედე გარემო ძალიან ლამაზი იყო . ბავშვებმა სურათები გადაიღეს და სახლისკენ გამოვეშურეთ . ყველაზე მეტად არ მიყვარს ექსკურსიის დასასრული :(
P.S მე პირადად მეტს მოველოდი ამ ექსკურსიისგან ....

ეთო კოლხიტაშვილი და მე
________________________________________
თორნიკე ფერსაშვილი ფეხბურთის თამაშის დროს
________________________________________
თორნიკეები (ფერსაშვილი , კარიჭაშვილი)
აბესაძე ილია



magari iyo :D :D
ReplyDeleteYeah :D :*
ReplyDeleteagar maxsovs :D davit garejshi ufro magari iko wreshiburti :D
ReplyDelete:D:D suratebi gamichitet magazec davdeb :D
ReplyDelete